
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ ოთარ სირაძეს გირაო შეეფარდა
17/07/2020 14:39:42 სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ახალგაზრდა მწვანეების" წევრთან დაპირისპირების ფაქტზე რაჭის ყოფილ გუბერნატორს და მის ძმას ბრალი 126-ე მუხლით აქვთ წარდგინილი, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ამბროლაურში 4 ივლისს მოხდა. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.