
ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან ავტომობილი დაიწვა
17/07/2020 14:54:56 სამართალი
ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.