Accentnews.ge
გორში 2 ადამიანი დაჭრეს

გორში 2 ადამიანი დაჭრეს

17/07/2020 16:11:42 სამართალი

გორში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. ბავშვი არ დაშავებულა, მამა კი ჰოსპიტალიზებულია. ახლობლის ინფორმაციით, მათ ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს.

მომხდარზე შსს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S