
გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩი გახდა
17/07/2020 18:06:01 კონფლიქტები
სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „კეთილი ნების" ელჩი გახდა. მის გარდა ეს სტატუსი მიიღეს რუსმა მომღერლებმა ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ.
მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" 2007 წელს დაარსდა. ორგანიზატორთა განცხადებით, "მისი მიზანი აფხაზეთის იმიჯის შეცვლა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა.
ორგანიზაციის ცნობით, "კეთილი ნების ელჩები დაკავდებიან აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციით და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წამოწევით“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა.