Accentnews.ge
„გორმედის“ ქირურგი ძაღლის მოკლვის ბრალდებით დააკავეს

„გორმედის“ ქირურგი ძაღლის მოკლვის ბრალდებით დააკავეს

17/07/2020 18:16:19 სამართალი

„გორმედის“ ქირურგი ა.ხ. ძაღლის მოკლვის ბრალდებით დააკავეს. იგი გორის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მძინარე ძაღლს მიბჯენით ესროლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S