Accentnews.ge
აფხაზეთში  დე ფაქტო ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აფხაზეთში დე ფაქტო ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

17/07/2020 19:18:17 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვან უწყებებში ხელჩართული დაპირისპირებები მოხდა.

ინფორმაცია იმის შესახზებ, რომ ორი დე ფაქტო ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შორის ჩხუბს ჰქონდა ადგილი, ჯერ სოცქსელებში - Telegram-სა და Facebook-ში გავრცელდა. საუბარი იყო დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შსს-ში მომხდარ კონფლიქტებზე.

Facebook-ჯგუფში «Мы Вместе» გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამუშაო ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი რუსლან იზმაილოვი ცემეს.

იზმაილოვი თანამედებობაზე 2016 წლის თებერვალში დაინიშნა, შესაბამის ბრძანებას იმჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

ფაქტის განხილვის მონაწილეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ “პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით სავარძლებისთვის ბანალური ბრძოლა მიმდინარეობს”.

მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა მარიანა კვიცინიამ:

«არავითარი ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ყოფილა, მოხდა მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება. თანამშრომლებს შორის კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა. რუსლან იზმაილოვი არ უცემიათ. ამჟამად იგი კვლავინდებურად სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელია. ინციდენტის მონაწილე სამხედროებს გაფრთხილება მიეცათ».

Telegram-არხი «АБХАЗИЯ-ЦЕНТР» კი წერს, რომ «აფხაზეთის რესპუბლიკის შს სისტემაში უცნაური ამბები ხდება”:

“ადგილობრივთა ინფორმაციით, გაგრის შს რაიოგანყოფილების უფროს დიმიტრი აჟიბასა და მის ქვეშევრდომებს შორის ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურში გადაიზარდა და აჟიბა უბრალოდ გალახეს. მისი ქვეშევრდომები სოხუმში გადაიყვანეს, სადაც შს მინისტრის მოადგილემ რაშ ცვიჟბამ ახლა უკვე მათი ცემა სცადა, თუმცა მათაც უპასუხეს და მოხდა მორიგი ჩხუბი».

ჯგუფ «Мы Вместе»-ში განთავსებული პოსტის ავტორი კი აზუსტებს, რომ ჩხუბი დე ფაქტო შსს-ს სპეცრაზმელებსა და გაგრის შს განყოფილების ხელმძღვანელთან წინა ინციდენტის მონაწილეებს შორის მოხდა.

დე ფაქტო შსს-ს პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, «გაგრის რაიოგანყოფილების თანამშრომლების მონაწილეობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაინიშნა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის დასრულების შემდეგ დეტალური ინფორმაცია გავრცელდება, მის დასრულებამდე კი რიგ თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S