Accentnews.ge
ფაშინიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ფაშინიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

18/07/2020 12:03:14 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა,– იუწყება ადგილობრივი მედია.

მედიის ცნობით, განცხადება პრემიერმა თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას გააკეთა, სადაც შეხვედრა თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანთან და გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანთან გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

ფაშინიანმა აზერბაიჯანული მხარე სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ყველა საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ მუდმივი განცხადებების წრიდან და უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემა. უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებების პროცესი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და აზერბაიჯანმა საბოლოოდ უნდა დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S