მედია:ევროკავშირის ლიდერები COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკების დახმარებაზე ვერ შეთანხმდნენ

19-07-2020 11:16:56 ევროპა

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მოლაპარაკების მეორე დღე უშედეგოდ დასრულდა და დისკუსია დღეს განახლდება. ბრიუსელის სამიტზე ინიცირებული გეგმა ეკონომიკაში ასობით მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერების უთანხმოება საფრთხეს უქმნის სტიმულირების მასშტაბური ფონდის შექმნის გეგმას, რომელიც კორონავირუსული ინფექციისგან დაზარალებული წევრი ქვეყნების ეკონომიკების გამოცოცლხებას ისახავს მიზნად.

ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდა. ევროკავშირის ლიდერები 750 მილიარდი ევროს ფონდის შექმნასა და 2021-2027 წლების 1 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან.

კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური შოკის წინაშეა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები