
ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
19/07/2020 22:40:48 სამართალი
ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.
ირკვევა, რომ შელაპარაკება სუფრის წევრებს შორის მოხდა. .
წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაა.