„ქართული ოცნების“ მაჟორიტარების სია ცნობილია
20/07/2020 07:36:31 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:
თბილისი
· ბექა ოდიშარია — მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;
· ნოდარ ტურძელაძე — ვაკის რაიონი;
· დავით სერგეენკო — საბურთალოს რაიონი;
· კახი კახიშვილი — ისნის რაიონი;
· სოზარ სუბარი — სამგორის რაიონი;
· გია ვოლსკი — დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;
· ლევან კობიაშვილი — გლდანის რაიონი;
· მიხეილ ყაველაშვილი — ნაძალადევის რაიონი .
რეგიონები
· ნინო ლაცაბიძე — რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
· ზაურ დარგალი — მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისისადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
· გოგი მეშველიანი — ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
· შალვა კერესელიძე — მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
· გიორგი ხოჯევანიშვილი — კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
· ზაზა დუგლაძე — ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
· ანტონ ობოლაშვილი — ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
· სამველ მანუკიანი — ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
· ზაზა ლომინაძე — ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
· პაატა კვიჟინაძე — საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
· ბეჟან წაქაძე — ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
· გივი ჭიჭინაძე — სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
· ირაკლი ჩიქოვანი — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
· ირაკლი ხახუბია — ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
· ალექსანდრე მოწერელია — წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
· ვასილ ჩიგოგიძე — ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
· რესან კონცელიძე — ბათუმის მუნიციპალიტეტი;
· ზაალ მიქელაძე — ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული;
· ანზორ ბოლქვაძე — ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
· გოჩა ენუქიძე — ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები
· ირაკლი ქადაგიშვილი — თელავისა და ახმეტის ოლქი
· დავით სონღულაშვილი — გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქი.
ცნობისთვის: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.