
თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
20/07/2020 09:34:43 სამართალი
თეთრიწყაროში 23 წლის ქალს ეძებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა სახლიდან საკუთარი ავტომობილით ორი დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.