
შსს–მ 2 სამართალდამცველი დააკავა
20/07/2020 11:28:05 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.შ