
თბილისში ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა
20/07/2020 11:31:41 სამართალი
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.