Accentnews.ge
"ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში"

"ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში"

20/06/2019 09:48:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერი კახი კალაძე პარლამეტნში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, რომ წინასწარ ყოფილიყო განსაზღვბრული, რა მოჰყვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დელეგატების საქართველოში ჩამოსვლას.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება პარლამენტში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა გადაიდოს. კატეგორიუოალდ მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. ალბათ მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. არ არის მისაღები რაც დღეს ხდება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S