Accentnews.ge
"გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა,  ცოტა ხანში თქვენ ყველა ნახავთ, რაც მოხდება”

"გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა, ცოტა ხანში თქვენ ყველა ნახავთ, რაც მოხდება”

20/07/2020 14:20:07 სამართალი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქმის მასალები განიხილეს.

„გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა, დღეს გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ასევე რამდენიმე თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ საქმის გამოძიებას. [...] ეს არის საქმიანი შეხვედრები. საგამოძიები ვადების შესაძლო გაგრძელებაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, ანუ ვარაუდი გამოვთქვით ოჯახმა, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და ეს პროკურატურის საქმეა. ცხადი იყო, რომ ნებისმიერი გადათვლის შედეგად, ეს ვადა გახდებოდა აუცილებლად გასაგრძელებელი, ამას უამრავი მიზეზი აქვს, ეს არის ექსპერტიზების პასუხები, დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის ის, რომ საბოლოო ჯამში არ ავჩქარდეთ და მაღალი სტანდარტით მივაწოდოთ გამოძიებას ეს საქმე, სადაც გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულების ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყოს, რადგანაც ამ შემთხვევაში სამართლებრივად შემჭიდროვებული ვადები არსებობს.

მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსი პირისთვის ამ ეტაპზეც შესაძლებელია ბრალის წარდგენა, თუმცა ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ მაღალი სტანდარტისთვის აუცილებელია ექსპერტიზის პასუხები, რომელიც დამატებითი მტკიცებულება იქნება.

„ბევრ მტკიცებულებას ველოდებით, ცოტა ხანში თქვენ ყველა ნახავთ, რაც მოხდება. რამოდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენებებს და ბევრი ნიუანსია. წინასწარ არ მინდა ამის დაანონსება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ კონდიციას, როცა ბევრი საეჭვო რამ აღარ იქნება. არსებულ მტკიცებულებებშიც არის ამის საფუძველი, თუმცა ჯერ ჩემთვის შევინახავ“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S