რამზან კადიროვი აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა

20-07-2020 19:44:36

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი „შავ სიაში“ შეიყვანა,– ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ზე დაწერა.

პომპეოს თანახმად, კადიროვის „შავ სიაში“ შეყვანა მისი მხრიდან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

“სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ აცხადებს რუსეთის მოქალაქეს, რამზან კადიროვს, როგორც პირს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღევაში, მათ შორის წამებაში, მკვლელობასა და ადამიანების გაუჩინარებაშია ჩართული. ჩვენ უყოყმანოდ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტს, რომ მოხდეს ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა“, - წერს პომპეო.

განახლება

„პომპეო, ვიღებთ ბრძოლას. ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება“, – წერს საპასუხოდ კადიროვი „ტელეგრამზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი იპოვის გზას, რათა აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს.

„სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ“, – წერს მარია ზახაროვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები