Accentnews.ge
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა“

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა“

20/07/2020 17:46:18 კავკასია

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ სერიოზულად არის შეშფოთებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდით. ამის შესახებ ბრიფინგზე გაერო–ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

„გაეროს გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულ ვითარებას. ის ორივე მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ. ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა“, - განაცხადა დიუჟარიკმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. სამხედრო შეტაკების შედეგად, ორივე მხარეს აქვს დანაკარგები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S