Accentnews.ge
დე ფაქტო უშიშროება: „აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დიდი ალბათობით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროვოკაციისთვის იყო განკუთვნილი“

დე ფაქტო უშიშროება: „აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დიდი ალბათობით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროვოკაციისთვის იყო განკუთვნილი“

20/07/2020 18:06:29 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, ახალგორში არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის „საზღვარზე“ არსებული მძიმე ვითარებისა და „ქართული მხრიდან შეიარაღებული პირების მიერ გახშირებული დარღვევების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული იმის ალბათობა, რომ ეს მასალები განკუთვნილი იყო შეიარაღებული პროვოკაციისთვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.

„ამ დროისთვის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარეობს შემოწმებითი ღონისძიებები“, - განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S