Accentnews.ge
"რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება?!"

"რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება?!"

20/06/2019 09:43:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და, მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?”, – ასე ეხმიანება მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი  საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობას, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა. 

„ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და, მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S