
80 წლის ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
20/07/2020 20:08:41 სამართალი
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს წალენჯიხის პოლიციის უფროსი მართავდა.
დაშავებული 80 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ფაქტს საქართველოს პროკურატურა იძიებს. საქმე სსკ–ის 276-ე მუხლით არის აღძრული.