Accentnews.ge
მარნეულში მოქალაქე გაიტაცეს, ჯერ სახლში იძალადეს მასზე, შემდეგ კი საჯაროდ სოფლის ცენტრში

მარნეულში მოქალაქე გაიტაცეს, ჯერ სახლში იძალადეს მასზე, შემდეგ კი საჯაროდ სოფლის ცენტრში

21/07/2020 07:38:28 სამართალი

სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

განახლება

როგორც ირკვევა, სამართალდამცველებს თავად ძალადობის მსხვერპლმა მიმართა და აცხადებს, რომ ის სოფელში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სხვა სოფლიდანაა და ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. მან ოჯახის რძალთან სექსუალური კავშირი დაამყარა. მომხდარის გამო მამამთილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მეზობლებმა ბიჭი გაკოჭეს და ბოძზე მიაბეს.

ადგილობრივები ბიჭის გაკოჭვის ფაქტს არ უარყოფენ და განმარტავდნენ, რომ ის ამ მდგომარეობაში ქალის ნათესავების მისვლამდე ჰყავდათ.

ადგილობრივები არ თვლიან, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მათივე თქმით, თუ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S