
სარალიძის საქმე: სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა
21/07/2020 07:43:45 სამართალი
დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, როლის მიხედვითაც კალანდიას თავისუფლების 11 წლითა და 3 თვით აღკვეთა აქვს განსაზღვრული.
„შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემის პროცესს. მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ არ არიან მიკერძოებულები, როდესაც საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების შემდეგ მოსამართლე გამოდის და უტიფრად იძახის, რომ თურმე 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვა, სარკაზმულია მათი მხრიდან. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, დანებებას არ ვაპირებთ. უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური. მოსალოდნელიც იყო“ - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა,თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი – ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.