Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა

21/07/2020 07:52:19 კავკასია

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 254-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამდენად, ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ა დრომდე კოვიდს 662 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 24 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 171 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 609 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 657 000–ს გადააჭარბა, 8 744 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S