Accentnews.ge
ბრეგაძე „ლალოს“ და „ევროპულ საქართველოს“ სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

ბრეგაძე „ლალოს“ და „ევროპულ საქართველოს“ სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

21/07/2020 08:40:33 სამართალი

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

ბრეგაძის განცხადებით, მისი დაბარების მიზეზი სავარაუდოდ, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქციაა.

ამასთან, ბრეგაძე ამბობს, რომ სუს–ს გადასცემს დოკუმენტაციას, თუ „როგორც ცდილობენ „ლელოს“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები სეპარატიზმის გაღვივებას“.

„კონკრეტული მიზეზი, თუ რას უკავშირდება ჩემი დაბარება, გამომძიებელს არ აუხსნია, თუმცა ჩემი ვარაუდით, ეს უკავშირდება მარნეულის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. მივდივარ, რომ მივცე ჩვენება და ამავე დროს გადავცე გარკვეული დოკუმენტაცია მამუკა ხაზარაძის და გიგა ბოკერიას გუნდის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები მარნეულის რაიონში სეპარატისტული ტენდენციების და ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართველ მოსახლეობაში. აჰმედ იმამკულიევი და დანარჩენები ცრუ ინფორმაციით ცდილობენ დაარწმუნონ აზერბაიჯანელი მოსახლეობა იმაში, რომ ქართველები მიდიან მათ წინააღმდეგ. ადვოკატის გარეშე მოვედი, რადგან ვარ აბსოლუტურად მართალი, სხვა პარტიის წევრების დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს,” - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

მარნეულში ბოლშევიკი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის და მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით, 16 ივლისს აქცია გაიმართა. აქციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი და კიდევ ერთი პროპუტინული დაჯგუფების, "ზნეობის" ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი უძღვებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ფალავანდიშვილი და სანდრო ბრეგაძე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ აქციებს ერთად ატარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე თვეა, "რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების" საქმეს იძიებს.

30 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში "თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას [...]

აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით". – წერდა სუს-ი.

უწყება არ ასახელებდა, ვის გულისხმობდა "აღნიშნულ პირებში" და კონკრეტულად რა შემთხვევებს ეხებოდა გამოძიება.

გამოძიების დაწყებას წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება უძღოდა, რომლითაც მან მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო გააკრიტიკა, ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და ძეგლის დემონტაჟისთვის "გონივრული ვადა" მისცა.

ეპისკოპოსი ამბობდა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას არა მისი ეთნიკურობის, არამედ პიროვნების გამო ეწინააღმდეგებოდა.

გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმოამდგენელი, თამთა მიქელაძე, ასევე, შეიხ მირთაგი ასადოვი და პარტია ახალი საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად ახრამანოვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S