Accentnews.ge
გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა

გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა

20/06/2019 10:26:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა, – იუწყება qartli.ge. 

როგორც გამოცემას გორის საკრებულოს დეპუატატმა ლია ჩლაჩიძემ განუცხადა, დაახლოებით 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა. 

"მე ერგნეთში ვცხოვრობ. ჩვენსკენ ნიქოზის მხრიდან გამოფრინდა, შემდეგ დიცის მხარეს აიღო მიმართულება” – აცხადებს, qartli.ge–ს ცნობით, ლია ჩლაჩიძე. 

როგორც "აქცენტს" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში განუცხადეს, "ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე". 

"ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ეს საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე", – განუცხადეს "აქცენტს" სუს–ში.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S