
ერგნეთის შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება
21/07/2020 09:18:03 კონფლიქტები
"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა - ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შემცირებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის. გასული კვირების განმავლობაში თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები იმისათვის, რომ გამოინახოს შესაძლებლობა განახლდეს ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" შეხვედრების ფორმატი. ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ,რომ მონაწილეები აქტიურად იყენებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვად ცხელ ხაზს. აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად. - განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.