Accentnews.ge
ჯეიმს აპატურაი: "ყალბი ინფორმაციის მიზანი არ არის რომელიმე ვერსიის გაყიდვა, მისი მიზანია, ხალხს დაეკარგოს სიმართლის გაგების სურვილი"

ჯეიმს აპატურაი: "ყალბი ინფორმაციის მიზანი არ არის რომელიმე ვერსიის გაყიდვა, მისი მიზანია, ხალხს დაეკარგოს სიმართლის გაგების სურვილი"

21/07/2020 10:20:58 საშინაო პოლიტიკა

"ყალბი ინფორმაციების მიზანია ხელისუფლებების და ინსტიტუტების მიმართ ნდობის ძირის გამოთხრა, ხშირად, დეზინფორმაციის მიზანი არ არის რომელიმე ვერსიის გაყიდვა, როგორც ჭეშმარიტების, მისი მიზანია ბუნდოვანების შემოტანა",-ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სექტორ 3-ის მკვლევარ ნინი შენგელიასთან ონლაინ დიალოგისას განაცხადა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, პანდემიამ ისევე, როგორც ინფოდემიამ, არაერთი გამოწვევა შეუქმნა მსოფლიოს. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას, რათა მოქალაქეებს მიეწოდოს ხარისხიანი ინფორმაცია და ჯანსაღი საინფორმაციო გარემო იქნას უზრუნველყოფილი.

საუბარი შეეხო საქართველოში წინა საარჩევნო გარემოს, დეზინფორმაციისა და მედია პლურალიზმის საკითხებს.

ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ინტერნეტი არის ცენზურისგან თავისუფალი და არ არის შეზღუდული მარეგულირებელი ნორმებით. ჯეიმს აპატურაის თქმით, ეს მრავალფეროვნება დემოკრატიული განვითარების ნაწილია.

„საქართველოს ზომის ქვეყნისთვის მას ჰყავს უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჟურნალისტთა კორპუსი და მედია საშუალება. ეს მრავალფეროვნება, მიუხედავად განსხვავებული აზრებისა დემოკრატიული განვითარების ნაწილია. ნატო აქტიურად გააგრძელებს საქართველოს დახმარებას პროგრამებით, ფინანსურად ისევე როგორც პოლიტიკურად საჯარო განცხადებებით და ასევე გააგრძელებს მთავრობის წახალისებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას ფართომასშტაბიანი მედია ლანდშაფტი“,-განაცხადა მან.

აპატურაის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას, საფუძვლიანად განიხილეს დეზინფორმაციის საკითხი.

„ლუგარის ლაბორატორია არის რუსეთის დეზინფორმაციის ერთ-ერთი სამიზნე. ეს დაიწყო კოვიდამდე, თუმცა კოვიდი გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება მსგავსი ნარატივი: მაგალითად, ჩვენი მთავრობა არ არის ეფექტიანი ან მკურნალობა არ არის ეფექტიანი… უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა მიზანია ხელისუფლებების და ინსტიტუტების მიმართ ნდობის ძირის გამოთხრა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ყალბი ინფორმაციების მიზანი არის ბუნდოვანების შემოტანა სიცხადის ნაცვლად, რათა ხალხმა ვერ შეძლოს ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. მაგალითად, როცა უკრაინაში ჩამოვარდა თვითმფრინავი MH 17, ჩვენ დავთვალეთ 40 სხვადასხვა ვერსია შემოთავაზებული რუსეთის ფედერაციის მიერ. მიზანი არ იყო, რომ რომელიმე ვერსია გაეყიდათ, როგორც ჭეშმარიტება, არამედ მიზანი იყო საკითხის ისე გაბუნდოვნება, რომ ხალხს დაკარგვოდა სიმართლის გაგების სურვილი და შესაძლებლობა“,-განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S