Accentnews.ge
თურნავა განმარტავს, რატომ სჭირდება მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს

თურნავა განმარტავს, რატომ სჭირდება მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს

21/07/2020 10:11:48 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ სჭირდება უფრო მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან. კერძოდ, მინისტრი ამბობს, რომ ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება.

"'ვიზეარი' და 'რაინეარიც', ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ ის დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.

მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: მთავრობამ Lufthansa-სა და Air France-ს აგვისტოდან ფრენების აღდგენის უფლება მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S