Accentnews.ge
რატომ იხოცებიან თევზები მდინარე აჭყვაში

რატომ იხოცებიან თევზები მდინარე აჭყვაში

21/07/2020 10:23:56 რეგიონები, საზოგადოება

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე იუწყება.

ის აღნიშნულს ციტრუსის ნარჩენებს უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნიდან გაიტანეს და დაყარეს.

„ეკოლოგიური კატასტროფა მივიღეთ: გაუსაძლისი სუნია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – ასე თუ გაგრძელდა, მდინარის ყველა ბინადარი დაიხოცება. ფულის სანაცვლოდ ციტრუს გადამამუშავებელ კომპანიას მისცეს უფლება, ქალაქის ტერიტორიაზე დაეყარა ნარჩენები, ამის შესახებ იანვრის თვეში ვსაუბროდბი, მაგრამ უშედეგოდ", - აცხადებს ბონდო თედორაძე.

თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ გამოუწვევია.

„მდინარე აჭყვასთან დაკავშირებული სუნი და დისკომფორტი არ არის კონკრეტულად რაიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგი, როგორც ამას აცხადებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. აღნიშნული წყლის სიმცირე მდინარე აჭყვასთან მიმართებაში გამოიწვია ორი დღის წინ დაწყებულმა სამელიორაციო სამუშაოებმა, რომელიც განხორციელდა მდინარე აჭყვას არხთან დაკავშირებით, ამ ყველაფერმა აჭყვას კალაპოტში წყლის სიმცირე გამოიწვია, სწორედ აქედან არის გამოწვეული დისკომფორტი. მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი და მოვუწოდებ, გაგებით შეხვდნენ ამ პრობლემას. არხი უკვე გახსნილია, სამუშაოები უკვე დასრულდა. შესაბამისად, მდინარე აჭყვას კალაპოტში დინება აღდგება და აღნიშნული დისკომფორტი მოიხსნება. სამუშაოები არხის მოწესრიგებას ითვალისწინებდა“,– განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S