
დიმიტრი აბდუშელიშვილი: „მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, არ მსურს, ვიხილო რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში“
20/06/2019 10:55:46 ციტატა
„არასდროს მაინტერესებდა პოლიტიკა და შეძლებისდაგვარად მუდმივად ვცდილობ, გავმიჯნო პოლიტიკა ბიზნესისგან. თუმცა ამავდროულად, გულწრფელად მჯერა,რომ ყველა საქმიანობის მამოძრავებელი ძალა, არის თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული. ეს ორი რამ უნდა ედოს ყველაფერს საფუძვლად და უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა. სამოქალაქო პოზიცია პოლიტიკა კი არა, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა,
ამიტომაც, დღეს, უბრალოდ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად ვთვლი დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
მანამ სანამ, რუსეთის მიერ, ოკუპირებულია ქვეყნის 20%, მე როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს არ მსურს და არ მინდა ჩემი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ხილვა“.
ამის შესახებ ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი "ფეისბუქში" პირად გვერდზე წერს.