
Maps.me ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს "დამოუკიდებელ ქვეყნებად" მოიხსენიებს
21/07/2020 16:35:23 კონფლიქტები
აპლიკაცია Maps.me ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს "დამოუკიდებელ ქვეყნებად" მოიხსენიებს.
ეს აპლიკაცია საკმაოდ პოპულარულია. გუგლის მონაცემებით, აპლიკაციით ამ დროისთვის 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
მობილური აპლიკაცია maps.me, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც MapsWithMe, 2011 წელს დააფუძნეს იური მენიჩეკმა, ალექსანდრ ბორსუკმა, ვიქტორ გოვაკომ და სერგეი რაჩიტსკიმ. 2014 წლის ნოემბერშის ის Mail.ru-ს ჯგუფმა იყიდა და კომპანიის ოფისი მინსკიდან მოსკოვში გადავიდა. 2015 წლიდან აპლიკაცია ღია წყაროების მოდელზე მუშაობს და განკუთვნილია iOS, Android და Blackberry სისტემებისთვის.