Accentnews.ge
საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა

საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა

22/07/2020 05:46:29 ეკონომიკა

საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით“.

ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებს შორის.

უკვე ცნობილია, რომ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.

პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს ფრანგული ავიაკომპანია Air France.

თბილისსა და რიგას შორის ავიარეისების განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას 1 ივლისიდან აპირებდა, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ავიამიმოსვლა 20 მარტიდან შეჩერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S