Accentnews.ge
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

22/07/2020 07:33:50 სამართალი

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.

თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარებული იყო. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. მის სამძებრო ღონისძიებებში 22 ივლისს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ.

ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S