"სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო"
22/07/2020 08:06:34 საზოგადოება
სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო, – ასე აფასებს საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან ორთან მიმართებაში არის დასადგენი კონტაქტები:
„რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან. 24 ახალი შემთხვევიდან ათი იმ ათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, რომელთაც ამ დღეებში დაუდასტურდათ ვირუსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შვიდი არის იმპორტირებული. 24-ში არის ხუთი მძღოლი და მხოლოდ ორი კონტაქტია, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, ვინ არიან ინფიცირებულთა კონტაქტები. კვლევა უკვე მიმდინარეობს“.
ამასთან, როგორც მინისტრი აცხადებს, იწყება ბაზრობებზე დასაქმებულთა შერჩევითი ტესტირება. დღეს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე კი, გადაწყდება, რა ზომები მიიღება ბაზრობებსა და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.
ბოლო 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1073-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა


