Accentnews.ge
თამარ ბაჩალიაშვილის მამა: "კომპიუტერი ვინც გახსნა, მითხრა თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არისო"

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: "კომპიუტერი ვინც გახსნა, მითხრა თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არისო"

22/07/2020 08:12:07 სამართალი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა შვილის კუთვნილ კომპიუტერთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. მისი თქმით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას უთხრა, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა, მშობლისთვის არ უთქვამს.

"კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო. არ უთქვია რა პრობლემის, ამიტომ მისკდება გული. ეს იყო გუშინ. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, ის პირი მეუბნება ამას", – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს ახალგაზრდა სამსახურიდან შინ განერვიულებული ბრუდებოდა. გარდაცვლილი კომპანია "ზეგში“ იყო დასაქმებული. მან სამუშაო ადგილი განცხადების საფუძველზე დაახლოებით ორი დღის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარებული იყო. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. მის სამძებრო ღონისძიებებში 22 ივლისს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ.

ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S