Accentnews.ge
ჩეჩნეთის სამუფტომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “№1 ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა

ჩეჩნეთის სამუფტომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “№1 ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა

22/07/2020 10:21:30 კავკასია

აშშ-ის მიერ რამზან კადიროვის ოჯახის წევრთა სასანქციო სიაში შეყვანის შემდეგ ჩეჩნეთის სამუფტომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "№1 ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სამუფტოს ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა.

«ზუსტად ვიცით, როგორ ეხმარებოდნენ ეს ცრუ-დემოკრატები ტერორისტებს, რომლებიც ჩეჩნურ მიწაზე დაბოგინობდნენ. ეს სანქციები არა რამზან კადიროვის ოჯახის, არამედ ისლამისა და ჩეჩენი ხალხის წინააღმეგაა დაწესებული. რამზან კადიროვმა და მანამდე მამამისმა ჩეჩენი ხალხის შელახული უფლებები დაიცვეს, მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებები აღადგინეს და ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხედრო-პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანეს” – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის, ადამიანთა ლინჩის წესით გასამართლების, გატაცებებისა და წამების მრავალრიცხოვანი ფაქტების გამო ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ისინი კადიროვის მეუღლესა და ქალიშვილს – აიშათსა და კარინასაც შეეხოთ.

საპასუხოდ თავად კადიროვმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე და შვილი “მზად იქნებოდნენ, უარი ეთქვათ აშშ-სა და ევროპაში თავის ინტერესებზე, ეს ინტერესები რომ ჰქონოდათ”.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კადიროვი “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა, დააკისრა რა პასუხისმგებლობა გასამართლების გარეშე მკვლელობებზე, წამებასა და ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების სხვა დარღვევებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S