Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: "ნდობა არ არის, ჩავრთავთ დამოუკიდებელ ექსპერტს"

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: "ნდობა არ არის, ჩავრთავთ დამოუკიდებელ ექსპერტს"

22/07/2020 10:10:08 სამართალი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

რამიშვილის თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან და მან თხოვნით უკვე მიმართა „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს.

„ავტომობილში უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ბავშვი. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტები არიან. ყველა იმ მოქმედებებს ახორციელებენ, რაც საჭიროა. ვინაიდან, მე თავად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მიმართ სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. საეჭვოა, არაფერი უღრანი ტყე არ არის დრონს რომ არ დაენახა. გამოძიებას ოჯახი უნდობლობას უცხადებს“, - განაცხადა რამიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარებული იყო. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. მის სამძებრო ღონისძიებებში 22 ივლისს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ.

ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S