Accentnews.ge
მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

22/07/2020 11:11:05 სამართალი

მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დაკავება 21 ივლისს მოხდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდქსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებულია შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ერთ–ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც წარსულში ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს.

მისივე ცნობით, კრიმინალური აქტი გორში, ბრალდებულის მანქანაში მოხდა.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, დაზარალებულ ქალს კი გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სამი შვილის დედაა, რომელსაც პოლიციელი შვილებით ემუქრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S