
ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა
22/07/2020 12:07:20 სამართალი
ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით.
ადვოკატის თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი 19 ივლისს იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.