Accentnews.ge
სოხუმი შავ ზღვაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებით შეშფოთებულია

სოხუმი შავ ზღვაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებით შეშფოთებულია

22/07/2020 16:05:51 კონფლიქტები

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება შავ ზღვაში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

«სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება, დაეხმაროს ნატო-ს წვრთნები რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და ვისგან აპირებს აშშ “ევროპის დაცვას”? გაცილებით მეტია საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მსგავსი წვრთნები დაძაბულობის კიდევ უფრო მეტ ზრდას უწყობს ხელს და არგუმენტებს უქმნით პრობლემების ძალისმიერი გზით გადაჭრის მომხრეებს. საქართველოს რეგულარული მონაწილეობა მსგავს წვრთნებში პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ სწრაფვას პრობლემების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ», – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმში დარწმუნებულები არიან, რომ «ნატო-ს სამხედრო სწავლებებში თბილისის აქტიური ჩართვა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას დამატებით საფრთხეს უქმნის და შესაძლოა, საქართველოს რევანშისტული განწყობების ზრდას შეუწყოს ხელი».

«მოვლენათა მსგავსი განვითარება შესაძლოა, მთელს სამხრეთ კავკასიაში არაპროგნოზირებადი შედეგებისა და დაძაბულობის ახალი ეტაპის მიზეზად იქცეს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მივმართავთ აშშ-სა და მის ნატო-ელ მოკავშირეებს, შავი ზღვის აკვატორიაში მსგავსი წვრთნების ჩატარებისგან თავი შეიკავონ. დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ», – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო სწავლება “Sea Breeze-2020” შავ ზღვაში 20 ივლისს დაიწყო. წვრთნებში უკრაინა, საქართველო, ბულგარეთი, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, რუმინეთი, ესპანეთი და თურქეთი მონაწილეობენ.

ივლისის დასაწყისში აფხაზეთში რუსულ-აფხაზური ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა, რომელშიც მთლიანობაში 3000-ზე მეტმა სამხედრომ და სხვადასხვა სახეობის 300-ზე მეტმა ერთეულმა ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.

17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S