
„თბილისი პრაიდის“ ოფისს თავს დაესხნენ
22/07/2020 17:20:44 სამართალი
„თბილისი პრაიდის“ ოფისს ბოლო ორ დღეში მეორედ დაესხნენ თავს,– ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი იუწყება.
თაბაგარის თანახმად, ოფისთან პოლიცია იდგა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა მაინც დაუშინეს ოფისს კვერცხები.
თაბაგარი ამბობს, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებს პირველ თავდასხმაზე არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება, რამაც წაახალისა თავდასხმის განმეორება.
„პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა. ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება", - წერს თაბაგარი და ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.