Accentnews.ge
სერგეი გავრილოვი: "რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს"

სერგეი გავრილოვი: "რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს"

20/06/2019 10:32:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა „რია ნოვისტის“ განუცხადა. მისივე თქმით, მართლმადიდებელობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყდა.

გავრილოვის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალებმა მას წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ, პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S