Accentnews.ge
ქუცნაშვილი – ჩუგოშვილს პასუხს: "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ"

ქუცნაშვილი – ჩუგოშვილს პასუხს: "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ"

20/06/2019 08:00:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ". ასე გამოეხმაურა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ "პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის ნახვამ გაანადგურა".

"პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, იყოს სუსტი, მით უმეტეს, კაპიტულაციური პოზიცია ეჭიროს, რომ გავნადგურდი. ჩვენ კიარ უნდა გავნადგურდეთ, უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ და არა იმის გამო, რომ სადღაც რუსს დავინახავთ, გავნადგურდეთ... მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, რომ ჩვენ იმის გამო, რომ სადმე რუსს თუ დავინახავთ, უნდა გავნადგურდეთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი ყველა ფრონტზე და ყველა ეტაპზე", — თქვა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S