Accentnews.ge
გორის საკრებულოს დეპუტატი: „გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი "ოცნებამ" 2013 წელს შეიწყალა“

გორის საკრებულოს დეპუტატი: „გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი "ოცნებამ" 2013 წელს შეიწყალა“

23/07/2020 09:30:05 სამართალი

გორის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვასილისა ჯაბახიძე აცხადებს, რომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ზ.ა. 2010-2011 წლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის იყო დაკავებული, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ის 2013 წელს შეწყალებით გაათავისუფლა.

„აღნიშნული პიროვნება წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საპატრულო პოლიციაში 2010-2011 წლებში, მაგრამ დაკავებული იქნა ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. უკვე 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და მატ უფლებებს, აღმოჩნდა, რომ პირველი მოძალადეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში აღარ არიან მოქალაქეები დაცულები იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას საპატრულო პოლიციაში და საჯარო სამსახურებში მოძალადეები ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა გორის საკრებულოს დეპუტატმა ვასილისა ჯაბახიძემ.

გორში, 35 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S