Accentnews.ge
„გავრილოვი დააჯინეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, მოგვიწყვეს ეს პროვოკაცია და აუწიეს სატოპკე გიგა ბოკერიას“

„გავრილოვი დააჯინეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, მოგვიწყვეს ეს პროვოკაცია და აუწიეს სატოპკე გიგა ბოკერიას“

20/06/2019 12:10:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სპექტაკლი და პროვოკაცია მოაწყო. 

"აქაურმა ჭინკებმა, ბიძინასთან შეთანხმებით, ან არა, ბიძინამ თვითონ აგვიხსნას დადგა ეს ფაცი-ფუცა სპექტაკლი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დააჯინეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც მიუღებელია ყველა ქართველისთვის, სანამ რუსეთი ოკუპანტია, მოგვიწყვეს ეს პროვოკაცია და აუწიეს სატოპკე გიგა ბოკერიას, გახადეს გმირი და დამცველი ქართველობის", - განაცხადა ვასაძემ ვერის ბაღში.

მისი თქმით, ამის მიზანი იყო, რომ ლიბერალური შეხედულების მქონე მოქალაქეები გასულიყვნენ და "ვითომ რუსეთი" გაეპროტესტებინათ.

"შეიძლება, რუსეთსაც აპროტესტებდნენ, მაგრამ გეგმა არის, რომ როცა მასა შეგროვდება, შიგნით ჩაუყენონ დროშებიანი ლგბტ-ები და ჩაგვიტარონ პარადი და თქვან, რომ ჩავუტარეთო. და ჩვენ თუ იქ მივალთ და წესრიგის დამყარებას ვცდით, გვითხრან, რომ ჩვენ რუსეთის გადატრიალება გვინდაო, ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერ ამას განსჯის და დაინახავს", - განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S