
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას 22-დან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაივლიან
23/07/2020 11:49:59 თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით გორში და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლებში გაივლიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩეული 121 მოსწავლე ეტაპობრივად გაივლის სამედიცინო შემოწმებას. მოსწავლე, რომელსაც სამედიცინო შემოწმების შედეგად ექნება უარყოფითი პასუხი გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
„ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლეს რამდენიმე ეტაპის გავლა უწევს. ამ ეტაპებს შორის სამედიცინო შემოწმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. იმისათვის, რომ მოსწავლემ მოიპოვოს კადეტის სტატუსი, მხოლოდ გამოცდების მაღალ ქულაზე ჩაბარება არ არის საკმარისი. აუცილებელია მას დადებითი პასუხი ჰქონდეს სამედიცინო შემოწმების შედეგად“- განაცხადა მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიის თავმჯდომარემ, მაიორმა ზურაბ ჭელიძემ.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლისათვის მოსწავლემ რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
საბოლოოდ, ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 5 აგვისტოს გახდება.