Accentnews.ge
ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

23/07/2020 12:35:07 სამართალი

გორში 35-წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელის ზურაბ ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ გირაოს სახით 5000 ლარი შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული პოლიციელი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის პროკურორი კონსტანტინე ცაცუა აცხადებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა.

როგორც ცაცუა განმარტავს, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება:

"საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება. ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S