Accentnews.ge
„პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება“

„პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება“

23/07/2020 12:56:30 სამართალი

პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება, განაცხადა შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ პირველადი მონაცემების წარდგენისას.

როგორც ჭელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, დადგენილია, რომ ახალგაზრდა ქალმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა და მიმდინარეობს დადგენა, გარდაცვლილის ჩანთიდან ამოღებულის იდენტურია თუ არა.

„ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია მისი საბანკო ანგარიშების შესახებ“,– აღნიშნა ჭელიძემ და დასძინა, რომ გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე, მათ შორის იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი სამსახურს გარდაცვალებასთან.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ავტომანქანის უკანა სავარძელზე ესვენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S