Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "საქართველოს ბიუჯეტს მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება 30 270ლარი დაუჯდა"

"ფლანგვის დეტექტორი": "საქართველოს ბიუჯეტს მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება 30 270ლარი დაუჯდა"

20/06/2019 12:37:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 და 2019 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე ჯამში 61 ათას ლარამდე დაიხარჯა.

როგორც პარლამენტის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტიდან ირკვევა, ასამბლეის ჩატარებაზე გასულ წელს 30 770 ლარი დაიხარჯა, ამჯერად კი 30 270.

ცნობისთვის: თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. "ევროპული საქართველოს" და "ენმ"-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S