Accentnews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შვილმკვდარი მშობლები საპრტესტო აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შვილმკვდარი მშობლები საპრტესტო აქციას მართავენ

23/07/2020 17:04:24 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შვილმკვდარი მშობლები საპრტესტო აქციას მართავენ. ისინი მათი შვილების საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებასა და შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ დროულად არ მოხდება მათი შვილების საქმეების გამოძიება, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ. მათი თქმით, თუ საზოგადოება არ იაქტიურებს, ლუკა სირაძის, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებიც ისეთივე გამოუძებელი დარჩება, როგორც მათი შვილების.

აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც წლებია იბრძვის, სამართალდამცველებმა გამოიძიონ მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. "არ შემიწყვეტია ბრძოლა და არ შევწყვეტ, სანამ არ დავანგრევ ამ ბინძურ სისტემას", - განაცხადა მალჩალიკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S